1. აუმჯობესებს მიწის სტრუქტურას, ფოროვნებას და ამგვარად ქმნის საუკეთესო გარემოს მცენარის
ფესვისთვის.
2. ქათმის ნაკელის კომპოსტი ამარაგებს მცენარეს ფართე სპექტრის მქონე მიკრო და მაკრო ელემენტებით:
3. კომპოსტი ახდენს მიწაში არსებულ, მცენარისთვის საზიანო, პათოგენების დათრგუნვას: მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ კომპოსტში არსებული მიკროორგანიზმები ახდენენ ნიადაგში პათოგენური ორგანიზმების და შესაბამისად მცენარისთვის მავნე დაავადებების დათრგუნვას.
4. ქათმის ნაკელის კომპოსტი არ შეიცავს სარეველების თესლებს და მცენარისთვის მავნებელ მიკროორგანიზმებს.
კომპოსტირების პროცესი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურებზე, 55-65 °C, რაც განაპირობებს პათოგენებისა და სარეველას თესლების განადგურებას. პათოგენების გამრავვლებას ხელს უშლის ის ფაქტორიც, რომ კომპოსტში უხვად არის სასარგებლო მიკროორგანიზმები, რომლებსაც პათოგენი ვერ უწევს კონკურენციას.
5. კომპოსტის სახით ნიადაგს მიეწოდება დიდი ოდენიბით ორგანული მასა. კომპოსტი ახდენს გამოფიტული მიწების გამოცოცხლება-რეაბილიტაციას.
6. კომპოსტი აწვდის სასარგებლო მიკროორგანიზმებს მიწას. მიკროორგანიზმები აყალიბებენ ჰუმუსს და სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს ადვილად ათვისებადს ხდიან მცენარისთვის. ეს მიკროორგანიზმები ქმნიან სიმბიოზურ ურთიერთობას მცენარის ფესვებთან და ეხმარებიან მცენარეებს ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების მაქსიმალურად ათვისებაში. კომპოსტის ეს თვისება უპირატესობას აძლევს კომპოსტს ქიმიურ სასუქებთან შედარებით.
7. კომპოსტი ზრდის ნიადაგში კათიონების მიმოცვლის უნარს და ამით აუმჯობესებს ნიადაგში მცენარის საკვები
ნივთიერებების შეკავების თვისებას.
8. კომპოსტის გამოყენების დროს არ ხდება ქიმიური ნაერთების აკუმულირება ნაყოფში, რაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტის მიღებას.
9. კომპოსტს შეუძლია ზოგიერთ დამაბინძურებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფა/შებოჭვა: კომპოსტს აქვს უნარი შებოჭოს მძიმე მეტალები და სხვადასხვა დამაბინძურებლები. კომპოსტს ხშირად იყენებენ დაბინძურებულ მიწაზე აღნიშნული მიწის ხარისხის გასაუმჯობესებლად. კომპოსტში არსებულ მიკრობებს შეუძლიათ დაშალონ ტოქსიკური ორგანული ნაერთებიც, მათ შორის ნავთობი. არსებობს ნავთბით დაბინძურებული მიწის კომპოსტით გაუმჯობესების პრაქტიკა. კომპოსტს ასევე აქვს ფილტრაციის უნარი, იგი ამცირებს პესტიციდების გაჟონვას მიწის სიღრმეში.
10. კომპოსტის შეტანა შეიძლება წლის ნებისმიერ პერიოდში, რადგან მასში არსებული საკვები ნივთიერებები (მაგალითად აზოტი), ნიადაგში სწრაფად არ გაიჟონება და ნიადაგში ხანგრძლივად ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, კომპოსტის შეტანა შეიძლება შემოდგომაზე, რადგან მცენარის საკვები ნივთიერებები კომპოსტიდან გამოიყოფა თანდათანობით.
კომპოსტის შეტანა შეიძლება გაზაფხულზეც, რაც უზრუნველყოფს მცენარის სწრაფ ზრდას.
11. ქათმის ნაკელის კომპოსტი სხვა კომპოსტებთან შედარებით გამოირჩევა აზოტის, ფოსფორის და კალიუმის მაღალი შემცველობით, რაც საუკეთესო წინაპირობაა მცენარეთა ჯანსაღი და სწრაფი ზრდა-განვითარებისთვის და ეკოლოგიურად სუფთა ნაყოფის მისაღებად.