კომპოსტის წარმოების პროცესი

კომპოსტირების პროცესი აბსოლუტურად ბუნებრივად მიმდინარეობს. კომპოსტირებას ახდენენ მიკროორგანიზმები, რომლებსაც გამუდმებით ჭირდებათ ჟანგბადის და წყლის მიწოდება - ჩვენ კი პროცესის დაჩქარების მიზნით ვახდენთ დასაკომპოსტირებელი მასის, ქათმის ნაკელის, გადატრიალებას, რითაც ვაძლიერებთ ჟანგბადის მიწოდებას და საჭიროებისას ვაწოდებთ წყალს; მიკროორგანიზმები კი გარდაქმნიან ნაკელს მებაღის „შავ ოქროდ“.

ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქციის მისაღებად კომპოსტი ერთადერთი და იდეალური საშუალებაა ნიადაგის გრძელვადიანი გამდიდრებისთვის.

ჩვენი კომპოსტი არ შეიცავს სარეველების თესლებს და მცენარისთვის მავნე მიკროორგანიზმებს. კომპოსტირების პროცესი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურებზე, 55-65 °C, რაც განაპირობებს მავნე მიკროორგანიზმების და სარეველას თესლების განადგურებას.

ჩვენ ამოცანაა ჩავერთოთ კომპოსტირების დაჩქარების ყველა საჭირო ეტაპზე.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ კომპოსტირების პროცესს, რომ მივიღოთ საუკეთესო ხარისხის ორგანული სასუქი.

კომპოსტის წარმოების პროცესი