ლამაზი და ჯანსაღი ყვავილებისა და ბაღის გასაშენებლად მცენარეთა კვება უმნიშვნელოვანესი საკითხია.
ბაღისა და განსაკუთრებით კონტეინერების მცენარეები და ყვავილები ძალიან სწრაფად ხარჯავენ ნიადაგში არსებულ მინერალურ სასუქს.
ახლად დარგულ მცენარეებს კი კვირაში ერთხელ ჭირდებათ მინერალური სასუქით გამდიდრება.
მინერალური საკვების წყარო შეიძლება იყოს ქიმიური ან ორგანული.
ქიმიური სასუქის გამოყენებას თან ახლავს გარკვეული ნაკლოვანება:
- ქიმიური სასუქის მოხმარება ხანმოკლეა
- ქიმიური სასუქის გამოყენებისას არსებობს მისი ნაყოფში დაგროვების რისკი
- სხვადასხვა მცენარეს ესაჭიროება ინდივიდუალურად შესატყვისი სასუქი
- მცენარის განვითარების სხვადსხვა ეტაპზე საჭიროა სპეციფიურად შერჩეული სასუქი
აქედან გამომდინარე, ქიმიური სასუქები მოითხოვს დიდ დანახარჯებს და სპეციფიურ ცოდნას.
ბუნებრივი კომპოსტის გამოყენება ამ მხრივ იდეალური გამოსავალია.
კომპოსტი არის:
- მცენარისთვის ხანგრძლივმოქმედი ბუნებრივი საკვები
- მცენარე თავად იღებს კომპოსტიდან მისთვის სასარგებლო ნივთიერებების და მიკროელემენტების საჭირო რაოდენობას განვითარების ეტაპის სესაბამისად, ეს იქნება ზრდა, ყვავილობა თუ ნაყოფის გამოტანა
მცენარის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის კომპოსტს არ აქვს ალტერნატივა მისი ხანგრძლივმოქმედი დადებითი ეფექტის გამო.
კომპოსტი ნიადაგში ეფექტურად მოქმედებს შეტანიდან 3-4 წლის განმავლობაში.