ორგანული სასუქი მცენარეებს ჭირდებათ ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის. სწორედ ამ თვისების გამო, კომპოსტი ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი ორგანული სასუქია.
მინერალური საკვების წყარო შეიძლება იყოს ქიმიური ან ორგანული.
ქიმიური სასუქის გამოყენებას თან ახლავს გარკვეული ნაკლოვანება:
აქედან გამომდინარე, ქიმიური სასუქები მოითხოვს დიდ დანახარჯებს და სპეციფიურ ცოდნას.
ბუნებრივი კომპოსტის გამოყენება ამ მხრივ იდეალური გამოსავალია.
კომპოსტი არის:
მცენარის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის კომპოსტს არ აქვს ალტერნატივა მისი ხანგრძლივმოქმედი დადებითი ეფექტის გამო.
კომპოსტი ნიადაგში ეფექტურად მოქმედებს შეტანიდან 3-4 წლის განმავლობაში.
სახლის პირობებში, ეზოში თუ გაქვთ გაშენებული ბოსტანი ან ყვავილების ბაღი დაყარეთ კომპოსტი დაახლოებით 2-4 კგ. 1 კვადრატულ მეტრზე და ჩაბარეთ, ან შეიტანეთ მხოლოდ კვლებში.
ქოთნებში დარგვისას ან გადარგვისას შეურიეთ კომპოსტი მიწას პროპორციით 1 წილი კომპოსტი 2 წილ მიწას. ქოთანში უკვე არსებულ მცენარეს მოაყარეთ კომპოსტი დაახლოებით 3 სმ. სისქეზე და შემდეგ შეეცადეთ ნაზად შეურიოთ მიწას ისე რომ არ დააზიანოთ მცენარის ფესვები.
ღია გრუნტში დარგვისას ან გადარგვისას კომპისტი შეურიეთ ორმოდან ამოღებულ მიწას პროპორციით 1 წილი კომპოსტი 2 წილ მიწას.
ვენახის შემთხვევაში 3-4 კგ. კომპოსტი უნდა შეიტანოთ ერთ ძირ ვაზზე.
კომპოსტი შეგიძლიათ დაუყაროთ მცენარეს ძირებში ან დაყაროთ რიგებს შორის. დაყრის შემდეგ კომპოსტი უნდა ჩაიბაროს ნიადაგში.
კომპოსტი უნდა შეიტანოთ 3-4 კგ. ერთ ნერგზე. ნერგის ძირის გარშემო დაყრის შემდეგ კომპოსტი უნდა ჩაიბაროს.
კენკროვანი კულტურების შემთხვევაში 1 ნერგზე უნდა შეიტანოთ 4 კგ კომპოსტი და შემდეგ ჩაბაროთ/შეურიოთ მიწას.