კომპოსტი არის მხოლოდ ბუნებრივი ნედლეულისგან მიღებული ორგანული სასუქი. კომპოსტის დამატებით ხდება არსებული ნიადაგის ფიზიკური სტრუქტურის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფესვის განვითარებას და ზრდის მცენარის მედეგობას სტრესის მიმართ.
ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება - ფოროვნობის გაზრდა - ნიშნავს რომ მცენარეების ფესვებს გაუმარტივდებათ საკვები ნივთიერებების მოპოვება და წყლის ათვისება.
კომპოსტის შეტანით ნიადაგს ემატება ორგანული მასა, სასარგებლო მიკრო-ორგანიზმები, საკვები ნივთიერებები, მიკროელემენტები. ყველაფერ ამას კი აქვს გრძელვადიანი დადებითი ეფექტი მიწის ნაყოფიერებაზე, რაც უზრუნველყოფს მცენარის სრულფასოვან განვითარებას.
გარდა იმისა რომ კომპოსტი ამდიდრებს ნიადაგს საკვები ნივთიერებებით და მიკროელემენტებით, კომპოსტს აქვს უნიკალური თვისება, რაც არ გააჩნია ქიმიურ სასუქებს:
კომპოსტის გამოყენება გულისხმობს მცენარის გაძლიერებულ ზრდას და უხვმოსავლიანობას. ეს კი განპირობებულია კომპოსტში არსებული მცენარისთვის ხელმისაწვდომი აზოტის, ფოსფორის, კალიუმის და სხვა მრავალი ნივთიერების არსებობით. გარდა ამისა, კომპოსტის უნიკალური სარგებელი, ქიმიური სასუქებისგან განსხვავებით, არის მისი გრძელვადიანი მოქმედება და მასში მცენარისთვის არსებული სასარგებლო მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობა.
კომპოსტის ნიადაგში შეტანით ხდება ბუნების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, რაც უზრუნველყოფს მცენარეების ჯანსაღ ზრდა-განვითარებასა და უხვმოსავლიანობას.