მოსავლიანობის ზრდა დიდწილად დამოკიდებულია ნიადაგში ორგანული მასის შემცველობაზე.
კომპოსტი ხანგრძლივი მოქმედების ორგანული სასუქია. ფერმერი კომპოსტის გამოყენებით დებს ინვესტიციას მიწის პდორუქტიულობის გაზრდაში მინიმუმ შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში.
ღია გრუნტში დარგვისას ან გადარგვისას კომპისტი შეურიეთ ორმოდან ამოღებულ მიწას პროპორციით 1 წილი კომპოსტი 2 წილ მიწას.
1 ჰექტარზე საჭიროა დაახლოებით 12-18 ტონამდე კომპოსტი. შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში შეგიძლიათ შეიტანოთ ზემოთ აღნიშნული დოზირების ნახევარი, ხოლო შემდეგ ისევ თავიდან შეიტანოთ 12-18 ტონა 1 ჰექტარზე.
კომპოსტი შეგიძლიათ დაუყაროთ მცენარეს ძირებში ან დაყაროთ რიგებს შორის. დაყრის შემდეგ კომპოსტი უნდა ჩაიბაროს ნიადაგში.
კომპოსტი უნდა შეიტანოთ 3-4 კგ. ერთ ნერგზე. ნერგის ძირის გარშემო დაყრის შემდეგ კომპოსტი უნდა ჩაიბაროს.
ხორბლის და სიმინდის შემთხვევაში ერთ ჰექტარზე უნდა შეიტანოთ საშუალოდ 15 ტონა კომპოსტი. შეტანა უნდა მოხდეს მიწის დამუშავების წინ, ნაკელის/კომპოსტის გამფანტველი დანადგარით.
ბოსტნეულის კულტურებში რეკომენდირებულია კომპოსტის შემდეგი ოდენობებით შეტანა:
კენკროვანი კულტურების შემთხვევაში 1 ჰექტარზე უნდა შევიტანოთ 10-15 ტონა კომპოსტი.
კომპოსტი უნდა შეიტანოთ 10-15 ტონა 1 ჰექტარზე. კომპოსტის შეტანა უნდა მოხდეს მიწის დამუშავების წინ.